16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ბეშიქთაშთან 1.5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, 2026 წლის ივნისამდე.
უახლოეს პერიოდში მწვრთნელი თურქეთში ჩაფრინდება, სადაც ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
მანჩესტერიდან 2021 წელს გაშვების შემდეგ სოლსკიაერი უმუშევარია. თურქეთის სუპერლიგაში ბეშიქთაში 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები