მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს გერმანიაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი, რომლის პირველ მატჩშიც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.
ევრო 2024 იწყება - მასპინძლები ტურნირის ღირსეულად გასახსნელად ემზადებიან
გერმანელთა შემადგენლობაში ბევრი გამორჩეული მოთამაშეა, მათ შორის ერთ-ერთი ტომას მიულერია, რომელიც კარიერაში მე-4 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
მიუხედავად ამხელა სტაჟისა, გასაკვირი ფაქტია, რომ მიულერს ევროპის ჩემპიონატებზე ჯერ გოლი არ აქვს გატანილი. არადა შემტევს ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქის დამწუხრება ვერცერთხელ მოახერხა.
მის ანგარიშზე ერთადერთი საგოლე გადაცემაა ევრო 2016-ზე ჩრდილოეთ ირლანდიის წინაღმდეგ.
მიულერის ევროებზე უგოლობას უცნაურს ის ფაქტიც ხდის, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით ტურნირის ისტორიულ ბომბარდირთა დავაში ღირსეულ ადგილსაც იკავებს.
ტომას მიულერს მანუელ ნოიერთან ერთად შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გერმანული რეკორდი მოხსნას და ბუნდესნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატაროს. ეს მიღწევა ბასტიან შვაინშტაიგერს ეკუთვნის, რომელსაც ევროებზე 18 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მიულერი და ნოიერი კი 15-15 მატჩით არიან მდევრები.
ასე და ამგვარად, მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან დაკავშირებით გულშემატკივრებში კიდევ ერთი ინტრიგაა - გაიტანს თუ არა ტომას მიულერი გოლს ევროპის ჩემპიონატზე?
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
9 საათის წინ
8 საათის წინ
7 საათის წინ