-
Aa
+
ფონტის ზომა
10. ლუკა მოდრიჩი
40 წლის ასაკში, მადრიდის რეალიდან მილანში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებული ხორვატი მაესტრო, ამჯერად სან სიროს პუბლიკას აოცებს ყოველკვირეულად. ლუკა მოდრიჩი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ერთ-ერთი ფავორიტიცაა.
9. ადემოლა ლუკმანი
ლუკმანის ბერგამოდან მადრიდში გადაბარგება, ნამდვილად ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი იყო. ნიგერიელი ჩოლოს გუნდს ბრწყინვალედ შეეწყო და ერთ-ერთი საკვანძო წევრი გახდა - სწორედ მისი გოლით შეძლეს მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. ატლეტიკოს ლუკმანი 35 მილიონი ევრო დაუჯდა.
8. ჯონათან ტა
რეკორდმაისტერი გერმანელი ცენტრალური მცველის თავისუფალ აგენტობას აღარ დაელოდა და ივნისის დასაწყისშივე გაიფორმა 2 მილიონ ევროდ. ბაიერნის ასპარეზობა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული მაინც არ გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ სეზონზე - ტა ბაიერნის დაცვის საკვანძო მოთამაშედ იქცა და ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მედალსაც უმიზნებს.
7. ვიქტორ ისიმენი
ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში გალას მაისურით 41 მატჩში - 37 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ფეიერული სეზონის შემდეგ ვიქტორს სხვაგან წასვლაზე აღარ უფიქრია. სტამბულელებმა ოსიმენი თურქული ფეხბურთისთვის რეკორდულ თანხად, 75 მილიონ ევროდ გამოისყიდეს ნაპოლიდან. ამ სეზონში ნიგერიელის ანგარიშზე 30 თამაშში - 26 საგოლე მოქმედებაა, აქედან 10 ჩემპიონთა ლიგაზე.
ჩვენ ოჯახი ვართ და ოჯახი ყველაფერია
6. მარკ გეჰი
ზაფხულში ლივერპულში ჩაშლილი ტრანსფერით პეპ გვარდიოლამ ზამთარში ისარგებლა და პრემიერ ლიგის ერთ - ერთი საუკეთესო მცველი, სულ რაღაც 23 მილიონად იყიდა. გეჰი ქალაქელებთან ერთად ჩემპიონობას უმიზნებს და დიდი ალბათობით სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოახერხებს მოხვედრას.
5. ჟოან გარსია
2024 წლის ზაფხულში, ესპანიოლმა არსენალის შეთავაზება დაბლოკა და კატალონიელი მეკარე დაიტოვა. ბარსელონამ ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ჟოან გარსია 25 მილიონად გამოისყიდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარსიას ტრანსფერი საუკეთესოა ბარსას ბოლო წლების გარიგებებს შორის.
4. ჯანლუიჯი დონარუმა
პარიზელთა გასახდელში არეული სიტუაციით მანჩესტერ სიტიმ ისარგებლა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი 30 მილიონ ევროდ შეიძინა. ქალაქელების სატიტულო ბრძოლაში დაბრუნებაში ჯიჯიოს ლომის წვლილი მიუძღვის. 13 მშრალი კარით იტალიელი მხოლოდ დავიდ რაიას ჩამორჩება.
3. ჰუგო ეკიტიკე
ალექსანდერ ისაკის ტრანსფერით დაჩრდილული ფრანგისგან ცოტას თუ ჰქონდა მაღალი მოლოდინები. არც სატრანსფერო ფასი იყო ბევრისთვის მისაღები - მერსისაიდელებმა აინტრახტს 95 მილიონი ევრო გადაუხადეს. ეკიტიკე არნე სლოტის გუნდის იშვიათ ნათელ წერტილად მოგვევლინა - თამაშის ლამაზი სტილი და 25 საგოლე მოქმედება ყველა ტურნირზე. სამწუხაროდ პსჟ-სთან დაპირისპირებაში ფრანგმა ფორვარდმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
2. ლუის დიასი
არნე სლოტის გეგმებში არ შემავალ კოლუმბიელში რეკორდმაისტერმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა. როგორც ბრიტანელები იტყოდნენ, ლუის დიასმა ყველა კაპიკი გაამართლა: 25 მატჩი - 20 გოლი და 25 საგოლე გადაცემა. 9 საგოლე მოქმედება 10 ჩემპიონთა ლიგურ მატჩში, მათ შორის ბერნაბეუზე და ალიანს არენაზე გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლები. თამამად შეიძლება იმის თქვა რომ კოლუმბიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია.
1. რაიან შერკი
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყით რომ ლიონის ფინანსური კრიზისითაც პეპ გვარდიოლამ ისარგებლა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე სულ რაღაც 36.5 მილიონ ევროდ დაიმატა. რაიან შერკი პეპის ფეხბურთში მთავარ განსხვავების შემქმნელად მოგვევლინა და არაერთი ულამაზესი მომენტი გვაჩუქა ფეხბურთის ქომაგებს. ამ მომენტისთვის შემტევ ნახევარმცველს ყველა ტურნირზე 23 საგოლე მოქმედება უგროვდება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები