ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის ლეგენდა ჯეიმი კარაგერი, კლუბში იურგენ კლოპის ნაცვლად არნე სლოტის შესაძლო მოსვლას გამოეხმაურა.
„მე მგონია, რომ ფეიენოორდიდან ლივერპულში მოსვლა - ძალიან დიდი ნახტომია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამჟამად ტოპ მწვრთნელების დეფიციტია, თუ გადავხედავთ იმ კანდიდატებს, ვისი მოყვანაც ლივერპულს უნდოდა.
თავდაპირველად ჩაბი ალონსოზე იყო საუბარი, რომელიც მწვრთნელის რანგში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს. ასევე დაიწერა სპორტინგის რუბენ ამორიმზეც, მაგრამ ის 38 წლის არის. ახლა სლოტი გამოიკვეთა ფავორიტად.
არამგონია, რომ ეს რაფა ბენიტესის მსგავსი შემთხვევა იყოს, რომელიც კლუბში ლა ლიგის და უეფას თასის მოგების შემდეგ მოვიდა, ან თუნდაც კლოპის, რომელიც დორტმუნდთან ერთად მოგებული ტიტულებისა და ჩემპიონთა ლიგის ნათამაშები ფინალის შემდეგ დანიშნეს.
მაშინ ლივერპული სხვა სიბრტყეზე იყო. გუნდი, რომლის წევრიც მე ვიყავი, მუდმივად ოთხეულში მოხვედრას ცდილობდა. ახლა სხვა სიტუაციაა, კლუბი ყოველწლიურად პრემიერ ლიგის მოგებისთვის იბრძვის, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ მეოთხედფინალსაც ლეგიტიმურად დაველოდებოდით.
სლოტისთვის ეს უდიდესი ნახტომია. რა თქმა უნდა, ის საუცხოო მწვრთნელია და კარგი შედეგებიც აქვს იმ კლუბებში, რომლებშიც უმუშავია. ვნახოთ, რა გამოვა." - აღნიშნა კარაგერმა Sky Sports-თან საუბარში.
კომენტარები
2 დღის წინ
20 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ