-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ზუსტად ერთი წლის წინ მე ჩემი ოცნება ავისრულე და UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. იმ დღეს მე მომეცა ძალა ჩემი ოცნებისთვის მიმეღწია და დღეს, ერთი წლის შემდეგ მე მინდა, რომ ეს თქვენთან ერთად აღვნიშნო.
17 თებერვალი (18 თებერვალი) იქნება დღე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება." - წერს ელ მატადორი
2024 წლის 18 თებერვალს, UFC 298-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
A year ago today
— Spinnin Backfist (@SpinninBackfist) February 17, 2025
Topuria struck gold 🏆 pic.twitter.com/QH4wgnDHo2
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები