-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევს მასთან ბრძოლის ეშინია.
"რა თქმა უნდა, მას ჩემი ეშინია. ჩვეულებრივ ეს ადვილი ბრძოლაა, სანამ ისინი კონტრაქტში შენს სახელს ჩაწერენ.
ყველამ ვიცით, რომ თუ ეს მისთვის ასეთი ადვილია და ასეთი პატარა ვარ, როგორც ის ამბობს, ის უკვე გაიზიარებდა ოქტაგონს ჩემთან." - უთხრა მატადორმა ესპანურ Marca-ს.
ილია თოფურიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მან თავისი მომდევნო ბრძოლის შესახებ უკვე იცის, თუმცა UFC-ის თხოვნით, ის ამაზე ჯერ არ საუბრობს. წესით ყველაფერი მალე გაირკვევა.
მახაჩევი: "თოფურიასთვის შანსის მიცემას ჯერ არ ვაპირებ, მას თავის დივიზიონშიც აქვს საქმეები"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები