4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს ქვე-მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მოახლოვებული ბრძოლა დააანონსა.
„იმედია, ბრძოლა მალე ოფიციალურად გამოცხადდება. საკმაოდ დიდი ხანია მზადების პროცესში ვარ." - აღნიშნა ავსტრალიელმა მებრძოლმა.
ვოლკანოვსკის მეტოქე არ დაუსახელებია, თუმცა პრესაში აქტიურად იწერება, რომ დიდი შანსია, ვიხილოთ მისი და ილია თოფურიას მეორე დაპირისპირება.
თავისი უკანასკნელი ბრძოლა ვოლკმა 2024 წლის დასაწყისში, სწორედ თოფურიასთან გამართა, როცა მე-2 რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა და 5-წლიანი დომინაციის შემდეგ, ჩემპიონის ქამარი ქართველს დაუთმო.
თოფურიასთან მეორე ბრძოლის ვარაუდს ისიც ზრდის, რომ თავად ილიამაც, არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, იქამდე კი სთხოვეს, საჯაროდ არაფერი ეთქვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები