მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
FA თასის 1/32 ფინალში ტოტენჰემი ინგლისის რანგით მე-5 დივიზიონის (National League) გუნდს, ტემვორთს ესტუმრა.
ლონდონელებმა მეტოქის ძირითად დროში დამარცხება ვერ მოახერხეს. 90 წუთის შემდეგ უგოლო ფრე (0-0) დაფიქსირდა და დამატებითი დროის საჭიროება გახდა.
ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა ექსტრა ტაიმებში მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და ერთბაშად 3 გოლი გაიტანა.
ანგარიში 101-ე წუთზე ავტოგოლით გაიხსნა. 107-ე და 118-ე წუთებზე კი დეიან კულუსევსკიმ და ბრენან ჯონსონმა გამოიჩინეს თავი, ტოტენჰემი კი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ტოტენჰემი გახდა პრემიერ ლიგის მე-4 გუნდი 1992-93 წლების შემდეგ, რომელსაც FA თასზე ასეთი დაბალი დივიზიონის გუნდთან დამატებითი დრო დასჭირდა.
1999-00 წლებში ლესტერმა ჰერფორდს ვერ მოუგო, 2000-01 წლებში ჩარლტონმა დაგენჰემს, ხოლო 2021-22 წლების სეზონში ვესტ ჰემს კიდერმინსტერთან დასჭირდა ექსტრა ტაიმები.
საბოლოო ჯამში კი პრემიერ ლიგის ოთხივე გუნდმა შეძლო ამ მატჩებში გამარჯვების მოპოვება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები