Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საქართველოსთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა.
"საქართველოსთან წარსულის შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ მე გუნდში არ ვიყავი. თქვენი გუნდის თამაში გავაანალიზეთ და მოვემზადეთ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი."
"საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, თამაში შევისწავლეთ და მგონია, რომ სანიოლი დიდად არაფერს შეცვლის. საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ."
"ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ ხვალ და გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს."
"მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ყურადღებით ვითამაშოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ." - განაცხადა ბერძენთა თავკაცმა.
26 მარტს (21:00) საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს მიიღებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება.
კომენტარები
9 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ
5 საათის წინ