კატარის დედაქალაქ დოჰაში, მსუბუქი წონის დაპირისპირება შედგა არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის.
პირველივე რაუნდში სომეხმა მებრძოლმა უპირატესობა მოიპოვა, მეორე რაუნდში კი ბრძოლა ნაადრევად დაასრულა და მოწინააღმდეგეს საბმიშენით მოუგო.
გამარჯვების შემდეგ ინტერვიუში ცარუკიანმა კვლავ მოისურვა მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლა და ილია თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში იან მაშადო გარიმ ბელალ მუჰამედს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.
ირლანდიელმა მებრძოლმაც მოგების შემდეგ თავისი წონის ახალ ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
დამაჯერებელი გამარჯვება - ალექსანდრე თოფურიამ ბეკზატ ალმახანი დაამარცხა