სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"დიდი ალბათობით წასვლასთან უფრო ახლსო ვარ, ვიდრე დარჩენასთან. თითქმის დეკემბერია და ჯერ კლუბში დასარჩენი შემოთავაზება არ მიმიღია.
იცით, რომ კლუბში ბევრი წელია ვარ. მსგავსი კლუბი არ არსებობს, მაგრამ გახანგრძლივების შესახებ შემოთავაზება არ არსებობს.
კლუბში ბევრი წელია ვიმყოფები, მიყვარს გულშემატკივრები და მათაც ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემი და გულშემატკივრების ხელში არ არის. მე ჩემს საუკეთესოს ვაკეთებ, რადგან ეს არის ის, ვინც ვარ და ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ.
ვარ თუ არა იმედგაცრუებული? კი, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით იმედგაცრუებული ვარ, ლივერპულისგან რაიმე შეთავაზება ჯერაც არ მიმიღია". - განაცხადა ეგვიპტელმა.
მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წლიდან ასპარეზობს, მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს, მისი მერსისაიდულ გუნდში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები