სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გამოცემა TBR Football ასახელებს იმის მიზეზს, თუ რატომ არ სთავაზობს ლივერპული მო სალაჰს ახალ კონტრაქტს.
ფეხბურთელმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ დეკემბერი მოახლოვდა, მისთვის კი კლუბს ჯერ ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად არ შეუთავაზებია და ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე, ის კლუბიდან წასვლასთან ახლოს უფრო არის, ვიდრე დარჩენასთან.
როგორც ზემოთხსენებული გამოცემა ამბობს, მხარეები სურვილებში ძალიან განსხვავდებიან.
კერძოდ, სალაჰს კლუბისგან 3-წლიანი კონტრაქტის მიღება სურს, ხელმძღვანელობა კი, მისი ასაკიდან გამომდინარე, ამხელა ხელშეკრულების შეთავაზებისგან თავს იკავებს.
სწორედ ამ უთანხმოების გამო, კლუბს ჯერ ფეხბურთელისთვის ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავს.
ცნობისთვის, მომავალ ზაფხულს სალაჰს 33 წელი უსრულდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები