მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს სადებიუტო შეხვედრაში, თურქეთთან ნათამაშები მატჩით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საყოველთაო ქება დაიმსახურა.
უეფას ოფიციალური პოსტის კომენტარებში, უცხოელი, სრულიად ნეიტრალური ქომაგები საქართველოს ნაკრების თამაშით გაოცებას ვერ მალავენ.
მაგალითად, ვინმე Soumalya Chakraborty წერს:
„რა მაგარი მატჩი იყო! ცალსახად ამ დრომდე ტურნირის საუკეთესო! გაუჩერებელი შეტევები ორივე მხარეს, ულამაზესი გოლები, ამდენი აცილება და დაუსრულებელი ემოციები.
საქართველო შეიძლება რეიტინგით ამ ტურნირზე ყველაზე დაბლა იყოს, მაგრამ დღევანდელი მატჩის შემდეგ, ისინი ყველასგან იმსახურებენ პატივისცემას.
უფრო ლამაზად დაახასიათა ჩვენი თამაში Cameron Reed-მა:
„რა საოცარი თამაში გამოვიდა - ალბათ, ამ დრომდე ტურნირის საუკეთესო! ვულოცავ თურქეთს, მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორ არ გაუმართლა საქართველოს. 3:1 ძალიან მტკივნეული მარცხია მათთვის. საქართველომ ბოლომდე საოცრად იბრძოლა და როგორც მინიმუმ ქულის აღება შეეძლო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატებზე გუნდს საოცარი სადებიუტო პერფომანსი ჰქონდა - ძალიან ვამაყობ საქართველოთი! თავი მაღლა დაიჭირეთ, წმინდა გიორგის ძმებო და დებო, ეს მხოლოდ გზის დასაწყისია.“
თურქი Ege Gurtekin-ი გამარჯვებით გახარებულია, მაგრამ საქართველოს ქებასაც არ ივიწყებს:
„რა მატჩი იყო! მაგალითი იმის, რატომაც გვიყვარს ფეხბურთი. ნამდვილი ვნება და ნიჭის ზეიმი. ვულოცავ ჩემს თურქეთს და საქართველოს ამ ლეგენდარულ მატჩს!“
Бојан Маринковић: „საქართველომ საოცრად ითამაშა და წაგებას არ იმსახურებდა.“
Abdel Abdel:
„ძალიან დამწუხრებული ვარ, საქართველოს მოგება მინდოდა.“
Huy Vu: „ვიეტნამშიახლა ღამის პირველი საათია და მე კიდევ მღვიძავს და ამ ფანტასტიკური მატჩით ვტკბები.საქართველო, საოცარი პერფომანსი გქონდათ. დამარცხდით, მაგრამ ბრწყინვალედ იბრძოლეთ.მადლობა ყველას ტურნირის საუკეთესო მატჩისთვის.“
აქვეპასუხობს Alexander Lim: „სინგაპურში საერთოდ ღამის 2 საათია, მაგრამ მიხარია, რომ ამ მატჩს გავუთენე.“
Pavle Pavlovic: „კარგი თამაში იყო საქართველო, ძალიან მამაცები ხართ“
Perdere Trovare: „საქართველო, ეს თქვენი პირველი მატჩი იყო და საოცარი გამოვიდა. თურქეთსთქვენთან თამაში ძალიან გაუჭირდათ. მადლობა, საქართველო. ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთდა მომავლის ჩემპიონები ხართ.“
Arafat Rubel: "თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი - ჩვენი გულები."
საუკეთესო კომენტარის ავტორი კი Vitalcity-ს ეკუთვნის:
„მინდა,რომ დღეიდან და ცხოვრების ბოლომდე ქართველი ვიყო. უნდა გენახეთ, მათ პირველ გოლს როგორაღვნიშნავდი.
თამაშისადმიმათ ვნებამ სიხარულის სულ სხვა დონეზე ამიყვანა. გთხოვთ, ვინმემ მათ პრეზიდენტს გადაეცით,რომ მოვიდეს და მიშვილოს, იმიტომ რომ თავს უკვე ქართველად ვგრძნობ.“
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
13 საათის წინ
8 საათის წინ
15 საათის წინ
6 საათის წინ