-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის მე-3 ტურში უკრაინისა და საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი ავსტრიელი იულიან ვაინბერგერი იქნება.
39 წლის არბიტრმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის 5-ჯერ ავსტრიის ბუნდესლიგაში და ერთხელაც უეფას ევროპა ლიგაზე.
9 თამაშის მიხედვით ავსტრიელის სტატისტიკა ასეთია - 47 ყვითელი ბარათი, 3 მეორე ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი, 5 პენალტი.
ამ სეზონში 2-ჯერ ვაინბერგერმა გრაცის შტურმის მატჩშიც იმსაჯა, მათ შორის ბოლო ტურში ზალცბურგთან 5-0 მოგებულ შეხვედრაშიც. ოთარ კიტეიშვილს მისგან გაფრთხილება არ დაუმსახურებია.
ავსტრიელს აქამდე უკრაინისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩებში მსაჯობის გამოცდილება არ აქვს.
გუნდები ერთმანეთს 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი