-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, 12-წლიანი პაუზის შემდეგ დევიდ მოიესი ევერტონში დაბრუნდა.
თავისი მე-2 დებიუტი მერსისაიდულ კლუბში შოტლანდიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგის 21-ე ტურში, ასტონ ვილასთან ჰქონდა.
გუდისონ პარკზე გამართული შეხვედრა ბირმინგემელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე ოლი უოტკინსმა გაიტანა და უნაი ემერის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, ევერტონის მოუგებელი სერია პრემიერ ლიგაში უკვე 6 მატჩამდე გაიზარდა, გუნდმა ბოლოს 4 დეკემბერს ვულვზს მოუგო (4:0) და მას შემდეგ 3 ფრე ითამაშა, 3-ჯერაც დამარცხდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები