მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდიე დეშამმა ფრანგულ TF1-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ საფრანგეთის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ეს კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.
დეშამს საფრანგეთის ნაკრებში 14-წლიანი მუშაობა გამოუვა.
"აქ 2012 წლიდან ვარ და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დავრჩები, მაგრამ იქ ყველაფერი დასრულდება, რადგან ასეა საჭირო. ჩემს გონებაში, ყველაფერი აშკარაა."
დეშამმა დაამატა, რომ დრო იყო გადადგომის. ის საფრანგეთის ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2020-21 წლებში კი ერთა ლიგა. გუნდმა 2016 და 2022 წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები წააგო.
დეშამმა დაადასტურა, რომ ის არ მოხიბლა კიდევ უფრო დიდხანს დარჩენის პერსპექტივამ.
"არასდროს გინდა, რომ რაღაც კარგი დასრულდეს, მაგრამ უნდა იცოდე, როდის გაჩერდე. ამის შემდეგაც იქნება ცხოვრება, ზუსტად არ ვიცი როგორი, მაგრამ ყველაფერი კვლავ ძალიან კარგად იქნება, 14 წელი ბევრია. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრანგეთისთვის უმაღლეს დონეზე დარჩენაა, როგორც ბევრი წელია."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები