Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიას ბოლო წლებში ყოველ ზაფხულს ერთი ან ორი მთავარი ვარსკვლავის გაყიდვა დასჩემდა.
როგორც Football Espana ჟურნალისტ მატეო მორეტოზე დაყრდნობით წერს, 2024 წლის ზაფხულიც არ იქნება გამონაკლისი და ერთ-ერთი პირველი, ვინც გუნდი შესაძლოა კარგი შემოთავაზების შემთხვევაში დატოვოს, ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.
23 წლის მეკარის მიმართ ინტერესს ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ლონდონის ჩელსი იჩენს, რომელსაც ამ ეტაპზე მსოფლიო დონის გოლკიპერი საერთოდ არ ჰყავს.
გიორგი მამარდაშვილი და ნიჭიერი ნახევარმცველი ხავი გერა არიან სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ვალენსია მომავალი ზაფხულის ჭრილში, იმედიანად უყურებს და ფიქრობს, რომ მათი გაყიდვით კარგი ფულის მიღებას მოახერხებს.
თავისგან ესპანური გამოცემა იმასაც ამატებს, რომ წლევანდელი შედარებით სტაბილური მდგომარეობისგან განსხვავებით, გასულ სეზონში ვალენსია ცალსახად სეგუნდაში გავარდებოდა, რომ არა გიორგის საიმედო და ხშირად გმირული თამაში.
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ