Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსია მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის დაგეგვმას იწყებს.
თუ ესპანურ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ, ამ სეზონის მიზნებთან ერთად, რომლებთა შორის კონფერენც ლიგაზე მოხვედრაც არის, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ სეზონზე დაიწყო ფიქრი და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელსაც მომავალი წლიდან გუნდში უნდა ველოდოთ - მეკარის პოზიციაა.
ღამურებმა პრაქტიკულად ჩახურეს რაიო ვალეკანოს გოლკიპერის, 30 წლის სტოლე დმიტრიევსკის ტრანსფერი. ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, რაიოს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და ვალენსიას სრულიად უფასოდ შეუერთდება.
ეს ტრანსფერი კიდევ უფრო რეალურს ხდის გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას - ქართველი გოლკიპერი ზაფხულში წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება, რადგან ვალენსია მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს.
ქართველი ვარსკვლავის თამაში გასულ სეზონშიც არ დარჩა შეუმჩნეველი, როცა მან ლა ლიგის და პრემიერ ლიგის გუნდების ყურადღება მიიპყრო და შესაბამისად, ამ სეზონში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ყურადღების ნაკლებობის პრობლემა არც ამ ზაფხულს წამოიჭრება.
კომენტარები
8 საათის წინ
11 საათის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ