Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიას ოფიციალური ვებ-გვერდი გიორგი მამარდაშვილის ისტორიულ მიღწევაზე წერს.
"ვალენსიას მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ერთ სეზონში მშრალად შენახული კარის რაოდენობით ნეტოს რეკორდი გააუმჯობესა. ეს ციფრები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ისტორიას, რომელსაც გიორგი კლუბში წერს.
გიორგი მამარდაშვილის დიდებული პერფომანსები მიმდინარე სეზონში რუბენ ბარახას გუნდისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამის მტკიცებულებაა ის რეკორდები, რომლებიც თბილისელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში დაამყარა.
ვალენსიას მეკარემ, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ ჩატარებული მატჩების (68) თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, ჩემპიონატში კარის მშრალად შენახვა 11-ჯერ მოახერხა და თვის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელის ჯილდოზეც იყო ნომინირებული." - წერს ღამურების ოფიციალური ვებ-გვერდი.
შემდეგი გამოწვევები რა არის გიორგისთვის?
მამარდაშვილმა უკვე გააუმჯობესა იმ მეკარეთა რეკორდი, რომლებმაც ვალენსიაში ერთ სეზონში 10-ჯერ შეინახეს მშრალად კარი. ესენი იყვნენ: იგნასიო ეისაგირე (1943-44), ხოსე ლუის მანსანედო (1978-79), პეპ ბალაგერი (1974-75) და ნეტო მურარა (2017-18). გიორგი გაუთანაბრდა ხოსე მანუელ პესუდოს (1959-60) და მისი შემდეგი გამოწვევა დიეგო ალვეშია, რომელმაც 2014-15 სეზონში კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა.
შემდეგ მოდიან აბელარდო გონსალესი (16, 1970-71), ხოსე მანუელ ოჩოტორენა (19, 1988-89) და სანტიაგო კანისარესი, რომელმაც 2003-04 ისტორიულ სეზონში კარი მშრალად 20-ჯერ შეინახა, ვალენსია კი ჩემპიონი გახდა.
კომენტარები
9 საათის წინ
4 საათის წინ
7 საათის წინ
7 საათის წინ