მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფედე ვალვერდეს სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე თავდაპირველად რეალი ელოდა.
ურუგვაელმა მადრიდელთა ბოლო ორი მატჩი თავდაპირველი ვარაუდით მცირე დისკომფორტის და უფრო დასვენების მიზნით გამოტოვა.
თუმცა, როგორც Relevo-ს ჟურნალისტი წერს, ვალვერდეს სიტუაცია ბარძაყის კუნტთან უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დისკომფორტი.
ამის გამო, ურუგვაელის მონაწილეობა ბეტისთან უიქენდის თამაშში ნაკლებად სავარაუდოა და ფეხბურთელს ბევრი შრომა მოუწევს იმისთვის, რომ ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩისთვის იყოს მზად. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობა ამ შეხვედრაში გარანტირებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სათასო ნახევარფინალში რეალმა ტრავმის გამო ორი თვით სხვა ნახევარმცველი, დანი სებალიოსიც დაკარგა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები