20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტოტენჰემთან თასის ნახევარფინალში წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა მსაჯის შეცდომაზე ისაუბრა.
მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ლუკას ბერგვალმა გაიტანა. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, შვედმა ფეხბურთელმა, რომელსაც უკვე ყვითელი ბარათი ჰქონდა, ლივერპულელ კონსტანტინოს ციმიკასზე იუხეშა. გოლის გასვლის მომენტში, ბერძენი ჯერ მოედანზეც კი არ იყო დაბრუნებული.
„ვფიქრობ აშკარაა, რომ მეორე ყვითელი იყო საჩვენებელი. თუმცა, ერთი წუთის შემდეგ ბერგვალმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჩემი აზრით, მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მას ამის შესახებ ვუთხარი. მისთვის ეს შეცდომა არ ყოფილ, მაგრამ ჩემთვის ეს ცალსახა იყო.
არის ხაზის არბიტრი, VAR-ი, მთავარი არბიტრი, მაგრამ მეორე ყვითელი მაინც არ უჩვენეს. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი იყო." - აღნიშნა ლივერპულის მცველმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები