სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლესტერთან მატჩის შემდეგ რუუდ ვან ნისტელროიმ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"აქ იმისთვის ვარ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს დავეხმარო და ჩემი ყველაფერი გავიღო კლუბისთვის. ამას იქამდე გავაკეთებ, სანამ საჭირო იქნება. მომავალში მზად ვარ ნებისმიერ შემთხვევაში კლუბს დავეხმარო მომავლის შენებაში. ეს არასდროს შეიცვლება." - განაცხადა ნიდერლანდელმა.
ინგლისის EFL (კარაბაო) თასის 1/8 ფინალში წითელმა ეშმაკებმა ოლდ ტრაფორდზე ლესტერი 5-2 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
კარაბაო თასის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია
შეგახსენებთ, რომ გუნდიდან ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ ვან ნისტელროი იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები