მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 85-108 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 30 წუთი გაატარა და სეზონში მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება.
ქართველმა თამაშიდან 9-დან 6 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 1 სამქულიანი. ორლანდოს მხრიდან ბითაძეზე შედეგიანი მხოლოდ ჯეილენ საგსი იყო 27 ქულით.
გამარჯვებულ გუნდს კი ჯეილენ ბრანსონმა (26 ქულა) და ჯოშ ჰარტმა (23 ქულა, 13 მოხსნა) ულიდერეს.
ნიქსი 31 მატჩში 21 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ორლანდო კი 33 შეხვედრაში 19 მოგებით მე-4 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები