19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და 94-90 დაამარცხა.
სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა.
ქართველის სტატისტიკა 28 წუთში ასეთი იყო - 12 ქულა, 12 მოხსნა, 2 დაფარება. გოგამ თამაშში 7-დან 6 ბურთი ჩააგდო.
ორლანდოს ქულებში ფრანც ვაგნერმა ულიდერა, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია. გერმანელმა 29 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ორლანდომ რეგულარულში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, ჯამში კი 13 შეხვედრაში მოპოვებული 7 მოგებით მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
ორლანდო და ინდიანა ამ სეზონში უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში პეისერსის გამარჯვებით 118-111 დასრულდა, ბითაძემ იქაც ორმაგი დუბლი (10 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები