მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქი ბრუკლინ ნეტსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 102-101 დაამარცხა.
პარკეტზე 34 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელიც მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მიმდინარე სეზონში მე-13 ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. ქართველმა თამაშიდან 10-დან 8 ბურთი ჩააგდო.
მესამე მეოთხედში ორლანდო 21 ქულით აგებდა, თუმცა გუნდმა თამაშის ბოლო ნაწილში გაქცევა მოახერხა და მატჩის სცენარი თავის სასარგებლოდ მოატრიალა.
მეჯიქი 34 მატჩში 20 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები