მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი გაანადგურა.
შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ მოახერხეს.
გაგნიძისთვის ეს პირველი გოლი იყო საქართველოს ნაკრების მაისურით.
2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი 3 ქულა დააგროვა.
1-0 კვარაცხელია 30'
2-0 გაგნიძე 44'
3-0 მიქაუტაძე 66'