8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში სენტ-ეტიენმა საკუთარ მოედანზე ანჟერი მიიღო. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ზურიკო დავითაშვილმა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. მე-7 და მე-17 წუთებზე გატანილი გოლებით ჰიმად აბდელიმ დუბლი შეასრულა. 36-ე წუთზე კი ირვინ კარდონამ ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმის სტარტზევე თამაშში დავითაშვილი ჩაერთო, რამაც გაამართლა კიდეც. 52-ე წუთზე ზურიკომ პიერ ეკვას საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა და მანაც ანგარიში გაათანაბრა.
52' ეკვა (დავითაშვილი) 2-2
74-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგზე მეტოქის ჩამოშორების შემდეგ საჯარიმოში ირვინ კარდონა მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
74' კარდონა (დავითაშვილი) 3-2
მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბამბა დიენგმა შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში 3-3 დააფიქსირა.
სენტ-ეტიენს ამ მომენტისთვის 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება, რაც ლიგა 1-ის პლეიაუტის ზონაა.
ზურიკო დავითაშვილმა ამ მატჩში Sofascore-სგან 8.1 შეფასება დაიმსახურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები