2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრები სტამბოლში რუმინეთს დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
53-ე წუთზე არდა გიულერის ბრწყინვალე პასის შემდეგ ანგარიში ფერდი ქადიოღლუმ გახსნა და საბოლოოდ გამარჯვების გოლიც გაიტანა.
თურქეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია, სადაც 31 მარტს, სლოვაკეთსა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვედება.