VIDEO: გოლი ამხანაგურში - კვერნაძემ სამბენედეტეზეს გაუტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძის ფროზინონემ ამხანაგურ შეხვედრაში სამბენედეტეზესთან 1:1 ითამაშა.
ლაციოელთაგან გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა შეაგდო - 64-ე წუთზე, ჰაერიდან დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა ბურთი მას დარჩა და ახლო მანძილიდან ანგარიში მაინც გაათანაბრა.
2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე, ფროზინონელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ - ბენევენტოსთან (1-ელ აგვისტოს) და თანარეგიონელ ლაციოსთან (9 აგვისტოს).
ფროზინონე იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი თასზეა, იუვე სტაბიასთან (16 აგვისტოს), ხოლო სერია A-ს პირველ ტურში გუნდი იუვენტუსს მასპინძლობს (23 აგვისტოს).
კვერნაძის გარდა, სერია A-ს ახალ სეზონში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს და ორივე უდინეზეს რიგებში - საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.