VIDEO: ჰალანდისა და შერკის დუბლები - სიტიმ სტუმრად იმარჯვა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში კრისტალ პალასმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე ერლინგ ჰალანდმა გახსნა, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
54-ე წუთზე გოლების ანგარიში რაიან შერკიმაც გახსნა, აქედან 2 წუთში კი ჯანლუიჯი დონარუმას ავტოგოლით მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა 59-ე წუთზე შერკიმ დუბლი შეასრულა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
84-ე წუთზე ერლინგ ჰალანდმაც ფრანგი თანაგუნდელის მსგავსად დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში (1-4) დააფიქსირა.
ენცო მარესკას გუნდი სეზონს უდანაკარგოდ იწყებს, ქალაქელებმა პირველ ტურში ბოლო წუთებზე მოტრიალებული თამაშით ბორნმუთი დაამარცხეს.
მანჩესტერ სიტი მომდევნო ტურში ეტიჰადზე ფრენკ ლამპარდის ქოვენთრის მიიღებს.