Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 23-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ალმერიას დაუპირისპირდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-14 წუთზე უგო დურომ გახსნა, 23-ე წუთზე კი რომან იარემჩუკმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
50-ე წუთზე ერთი ბურთი ალმერიას მხრიდან სერხიო არიბასმა გაქვითა, თუმცა სტუმრებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ვალენსიამ მატჩი მოიგო.
ღამურებმა ლა ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგეს და ამ მომენტისთვის ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილზე არიან.
რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ დღევანდელ შეხვედრაში 4 ბურთი მოიგერია, აქედან ერთ-ერთი კი ვალენსიას ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია: "იმედს არასოდეს გიცრუებს"
კომენტარები
2 საათის წინ
7 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ