Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გრაცის შტურმმა ჰარტბერგი მიიღო. შეხვედრა 1-1 დასრულდა.
მატჩი სრულად ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც 58-ე წუთზე გოლიც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
შტურმმა ქულა სწორედ ქართველის გოლით მოიპოვა და შესაძლოა ეს ქულა საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. კიტეიშვილმა Sofascore-ის მიხედვით 8.0 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
გუნდს ამ მომენტისთვის 40 ქულა აქვს და მდევარ ზალცბურგს 4 ქულით უსწრებს, თუმცა რედ ბულის გუნდს ამ ტურში თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვს და მოგების შემთხვევაში სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.
ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, შტურმს კი დუბლის შესრულების შანსი აქვს, გრაცელებმა ცოტა ხნის წინ ავსტრიის თასიც მოიგეს.
კიტეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კომენტარები
15 საათის წინ
16 საათის წინ
2 დღის წინ
10 საათის წინ