VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე მონაკო მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა.
31-ე წუთზე ქართველმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა, ანგარიში კი მარკინიოსმა გახსნა.
მეორე ტაიმში პარიზელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, 58-ე წუთზე წონასწორობა ნაზინიომ აღადგინა, 72-ე წუთზე კი სტანის მუზამბო იდუმბომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლუის ენრიკეს გუნდმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და ლიგა 1-ის 3 ტურის შემდეგ ჯერ კიდევ მოგების გარეშეა.
პსჟ-ს 2 ფრე და 1 მარცხი აქვს, მონაკომ კი სეზონი იდეალურად დაიწყო და 3-დან 3 მატჩი მოიგო, 9 ქულით მონეგასკები ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ, პარიზელები კი გასავარდნ ზონასთან 1 ქულაში არიან.