UFC 316-ის წინ მერაბ დვალიშვილი ავსტრალიურ Fox Sport-ს ჩაერთო, სადაც მას კითხვებს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი უსვამდა.
მერაბმა ვოლკს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.
"რამდენიმეჯერ აღვნიშნე, რომ შენთან ბრძოლა არ მინდა, რადგან ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ. არ მინდა დიდი რისკის გაღება, კარგად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება საშინელებაა, მირჩევნია თავი მოვიკლა და აქ ვიყო კომფორტულად.
არ მინდა ვოლკანოვსკისთან ჩხუბი. მერე შეგვიძლია მშვიდად მოვამზადოთ საჭმელი და ერთმანეთს საუკეთესო ვუსურვოთ." - განაცხადა ქართველმა.
"ამას ვაფასებ, პატივისცემა საერთოა. ლეგენდა ხარ. ველოდები შენს ბრძოლას და წარმატებები." - უპასუხა ვოლკანოვსკიმ მერაბს.
ქართველი და ავსტრალიელი Cooking with Volk-ის გადაღებაზეც შეთანხმდნენ და მერაბმა ალექსი თავის სახლშიც დაპატიჟა.
VIDEO: "გააგრძელე ლაპარაკი და კიდევ გაჩვენებ" - მერაბი ო'მალის