VIDEO: ლიგაზე ერთი უდანაკარგო გუნდი დარჩა - პსჟ-მ რომას ვერ მოუგო
19 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პსჟ-მ რომას ვერ მოუგო.
პარკ დე პრენსზე გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
პარიზელთა რიგებში გოლები ილია ზაბარნიმ და უსმან დემბელემ (პენ) გაიტანეს, რომადან კი თავის გამოჩენა მარიო ერმოსომ და დონიელ მალენმა (პენ) მოახერხეს.
ამ მატჩის შემდეგ ლიგის ფაზის 5 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი უდანაკარგო გუნდი დაგვრჩა - ცხრილს 15 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს, პსჟ კი, რომელსაც ამ ტურამდე ასევე 100%-იანი სვლა ჰქონდა, 13 ქულით მეორე ადგილზე ჩამოჩოჩდა.