Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 28-ე ტურში ვალენსიამ ხეტაფეს უმასპინძლა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი უგო დურომ მე-40 წუთზე გაიტანა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 მშრალი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ამ შეხვედრაში 5 მოგერიება დაუგროვდა, მათ შორის ერთი განსაკუთრებით ეფექტური იყო. მამარდამ 85-ე წუთზე ოსკარ როდრიგესს შორიდან არ გაატანინა.
¡MAMARDASHVILI! 🤯#LALIGAHighlights | #LALIGAEASPORTS pic.twitter.com/FHACDpvXfP
— LALIGA (@LaLiga) March 9, 2024
Sofascore-ის მიხედვით გიორგიმ 8.0 შეფასება დაიმსახურა და ამ მონაცემით მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ვალენსიამ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
კომენტარები
3 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ