3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ სათამაშო დღეს კოლუმბუს ქრიუმ საკუთარ მოედანზე ინტერ მაიამი მიიღო.
45-ე წუთამდე ანგარიში 0-0 იყო, ტაიმის ბოლოს კი 5-წუთიან მონაკვეთში ლეო მესიმ დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი იყო მე-2 გოლი, სადაც არგენტინელმა საჯარიმო დარტყმიდან შეძლო ეფექტური გოლის გატანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე დიეგო როსიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა აქედან 2 წუთში ლუის სუარესმა თავური დარტყმით უპირატესობა თავისი გუნდის უპირატესობა კვლავ გაზარდა. 61-ე წუთზე კუჩო ერნანდესმა პენალტით ანგარიში 2-3 გახადა, 84-ე წუთზე ერნანდესს კლვავ შეეძლო თერთმეტმეტრიანის გატანა და ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მან თავისი შანსი ვერ გამოიყენა.
ინტერ მაიამი ამ გამარჯვებით Supporters Shield-ის გამარჯვებული გახდა. ეს ტიტული MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ეს მესის კარიერაში 46-ე ტიტულია.
ინტერმა აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 8 ფრედ ითამაშა და 4 წააგო, 68 ქულით კი კონფერენციის ლიდერია.
ლუის სუარესს რეგულარულ სეზონში 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ლეო მესის შედეგი კი შთამბეჭდავია - 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები