Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში გრაცის შტურმმა ბრატისლავას სლოვანს უმასპინძლა.
ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველები, შტურმის რიგებში ოთარ კიტეიშვილი, ხოლო სლოვანის - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.
შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 4-1 დასრულდა, მესამე გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. კიტეიშვილმა თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
🇪🇺 Goal: Otar Kiteishvili | Sturm Graz 3-1 Slovan Bratislavapic.twitter.com/iLfSNOpQeQ
— FootColic ⚽️ (@FootColic) February 15, 2024
შტურმის ათიანმა Sofascore-სგან 8.7 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მეორე შედეგია.
რაც შეეხებათ სლოვანის ქართველებს, კაშიასა და კანკავას 6.9 შეფასება დაუწერეს.
გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 22 თებერვალს გაიმართება.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ