-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი მემფის გრიზლის დაუპირისპირდა და 115-129 დამარცხდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს.
მემფისიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ჯა მორანტი, რომელმაც 21 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
თამაშის ერთ-ერთი მთავარი ჰაილაითიც სწორედ მორანტის წყალობით შედგა, როცა მან ვიქტორ ვემბანიამას გადაატენა ბურთი. მართალია, მსაჯის სასტვენის გამო ეს ჩატენვა არ ჩაითვალა, თუმცა მომენტის ეფექტურობის გამო ის დიდხანს ემახსოვრებათ.
მემფისი 41 მატჩში 26 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები