ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთი 3-1 დაამარცხა.
ეს ქალაქელებისთვის სეზონის ბოლო საშინაო თამაში იყო, შესაბამისად ეტიჰადზე თავისი ბოლო შეხვედრა სიტის მაისურით კევინ დე ბრუინმაც ჩაატარა.
მატჩის დაწყების წინ გულშემატკივრებმა ბელგიელს სპეციალური ტიფო მიუძღვნეს, მისი შეცვლის დროს კი ეტიჰადი ბოლოჯერ ამღერდა: "Oh Kevin De Bruyne!"
ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ბელგიელი.