VIDEO: ოკლაჰომამ ისევ გაათანაბრა - სიტუაცია იძაბება
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის სუპერფინალში სერიის მე-4 მატჩი გაიმართა ინდიანა პეისერსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 104-111 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს MVP შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა მიითვალა. ასევე გამოსარჩევია ჯეილენ უილიამსის თამაშიც, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა იყო.
ალექს კარუზომ 20 ქულა ჩაიწერა აქტივში, ჩეტ ჰოლმგრენმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 15 მოხსნა.
ინდიანას მხრიდან ყველაზე მეტი ქულა პასკალ სიაკამმა დააგროვა - 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა.
ოკლაჰომამ ამ მოგებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2-2). გუნდებს შორის მე-5 თამაში 17 ივნისს გაიმართება.