VIDEO: რეიტინგის ლიდერები - US Open-ის ქალთა ფინალი ცნობილია
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
აშშ-ის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგის ფინალისტები გამოვლინდნენ.
არინა საბალენკამ არტურ ეშის კორტზე კიდევ ერთხელ აჯობა ჯესიკა პეგულას.
არინამ ამერიკის პირველ ჩოგანს ორ სეტში მოუგო, ზედიზედ მეოთხედ გავიდა US Open-ის ფინალში და ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი შეინარჩუნა.
ეს ზედიზედ მე-3 წელია, რაც საბალენკა ნიუ იორკში პეგულას ამარცხებს. ამჯერად მან მეტოქეს 1 საათსა და 20 წუთში, 7:5, 6:2 მოუგო. WTA-ს ტურზე პეგულასთან ურთიერთშეხვედრებში საბალენკას ბალანსი 10 მოგება და 4 მარცხია.
ელენა რიბაკინა კი კარიერაში პირველად გავიდა US Open-ის ფინალში. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც მან კარიერაში პირველად გაინაღდა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი.
რიბაკინამ კოკო გოფთან პირველი სეტი დათმო, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და სამ სეტში გაიმარჯვა.
შაბათს გასამართ ფინალში რიბაკინა მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს, არინა საბალენკას დაუპირისპირდება. ეს მათ შორის დიდი სლემის ტურნირების ფინალში მე-3 შეხვედრა იქნება.