• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: რონალდუს გარეშე - პორტუგალიამ გასვლაზე დანია დაამარცხა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: რონალდუს გარეშე - პორტუგალიამ გასვლაზე დანია დაამარცხა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პორტუგალიამ UEFA-ს ერთა ლიგის A4 ჯგუფში იდეალური სერია გააგრძელა.


პორტუგალიელებმა კოპენჰაგენში დანია დრამატულ შეხვედრაში 4:2 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ „სელესაოს“ ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 მარცხი აქვს (9 მოგება, 3 ფრე).


მატჩის წინ საუბრის მთავარი თემა კრიშტიანუ რონალდუს განაცხადს მიღმა დარჩენა იყო, თუმცა პორტუგალიამ შესაძლო უთანხმოებასთან დაკავშირებული ეჭვები მალევე გაფანტა და ანგარიში პირველივე 15 წუთში გახსნა.


გონსალუ რამოშმა ჟოაუ კანსელუსთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, ფულბეკმა მასპინძელთა დაცვა გაარღვია და მადს ჰერმანსენს ცივსისხლიანად გაუტანა.


მიუხედავად ამისა, დანიამ წონასწორობა 23-ე წუთზე აღადგინა: იოაკიმ მეჰლეს გადაცემის შემდეგ მიკელ დამსგორმა ბურთი შორეულ კუთხეში შესანიშნავად გადაგზავნა.


პორტუგალიამ, რომელსაც ბოლო 7 გასვლით მატჩში 5  გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული (1 ფრე, 1 მარცხი), უპირატესობა სულ რაღაც 3 წუთის შემდეგ დაიბრუნა.


ბრუნო ფერნანდეშის პასის შემდეგ რამოშმა ზუსტი დაბალი დარტყმით ჰერმანსენს შანსი არ დაუტოვა. მილანის თავდამსხმელისთვის ეს ბოლო 4 დღეში ნაკრებში გატანილი მე-2 გოლი იყო და მან ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ჟეზუშის ნდობა კიდევ ერთხელ გაამართლა.


მეორე ტაიმი დანიამ აქტიურად დაიწყო და ბრაიან რიმერის გუნდმა 53-ე წუთზე მატჩში მეორედ გაათანაბრა ანგარიში.


ამჯერად დამსგორი ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან რასმუს ჰოილუნდი მეკარესთან პირისპირ დატოვა, დანიელმა თავდამსხმელმა კი სიმშვიდე შეინარჩუნა და ბურთი წინ გამოსულ დიოგუ კოშტას თავზე ოსტატურად გადაუგდო.


გოლის შემდეგ ჰოილუნდმა კრიშტიანუ რონალდუს ცნობილი აღნიშვნაც გაიმეორა.


ამ ეპიზოდმა პორტუგალია კვლავ გაააქტიურა და გაფუჭებული მომენტების მიუხედავად, მე-3 გოლი მაინც გაიტანეს. 67-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ ვიტინიამ თავური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.


მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ შეხვედრაში უპირატესობა უკვე ორჯერ დაკარგა, სტუმრები დასკვნით წუთებში თამაშის გაკონტროლებას შეეცადნენ. ჟორჟე ჟეზუშმა სათადარიგოთა სკამიდან ჟოაუ ნევეში და ჟოაუ ფელიქსი ჩართო თამაშში.


საბოლოოდ, სწორედ ფელიქსმა დაუსვა წერტილი „სელესაოს“ შთამბეჭდავ გამარჯვებას, დიოგუ დალოს გადაცემის შემდეგ მან ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში, 4:2 დააფიქსირა.


ამ გამარჯვებით პორტუგალიამ A4 ჯგუფში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.


VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან


13' კანსელუ 0-1


             


23' დამსგორი 1-1


             


25' რამოში 1-2


             


53' ჰოილუნდი 2-2


             


67' ვიტინია 2-3


             


87' ფელიქსი 2-4


             

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დანია
დანიის ნაკრები
ერთა ლიგა
გონსალო რამოში
ჟოაო ფელიქსი
კანსელო
პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: თამაშის მოტრიალება საბერძნეთში - ჩავი პირველ წაგებას გადაურჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თამაშის მოტრიალება საბერძნეთში - ჩავი პირველ წაგებას გადაურჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

VIDEO: თამაშის მოტრიალება საბერძნეთში - ჩავი პირველ წაგებას გადაურჩა

News image

3 სთ წინ

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში

News image

3 სთ წინ

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან

News image

3 სთ წინ

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება