სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
13 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სან ანტონიო სპურსმა ოკლაჰომა სიტი თანდერი 110-104 დაამარცხა.
პარკეტზე 5 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც მან 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში კელდონ ჯონსონმა (22 ქულა) და ჰარისონ ბარნსმა (20 ქულა) ულიდერეს, კრის პოლმა კი 14 ქულასთან ერთად 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შაი გილჯეს-ალექსანდერისა (32 ქულა) და ჯეილენ უილიამსის (27 ქულა, 10 მოხსნა) სტატისტიკა კი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
15 მატჩში 7 მოგებით სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, ოკლაჰომა კი 11 გამარჯვებით მე-2 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები