13 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა და 118-105 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ 8 წუთი მიეცა და ამ დროში 3 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ერთი სამქულიანი ისროლა და ზუსტად გამოიყენა.
ქულებით პირველი 3 მოთამაშე პორტლედიდან იყო, თუმცა ეს მათ მოსაგებად არ ეყოთ. დეანდრე აიტონის (21 ქულა, 10 მოხსნა), ჯერამი გრანტისა (21 ქულა) და ანფერნი საიმონსის (19 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა) პერფორმანსები საკმარისი არ აღმოჩნდა.
სან ანტონიოდან 10 ქულაზე მეტი 8 მოთამაემ ჩააგდო, მათ შორის გამორჩეულები კი მალაკი ბრანჰემი (17 ქულა) და კელდონ ჯონსონი (17 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ.
სპურსს 9 მატჩის შემდეგ 4 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები