სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი დალას მავერიქსს დაუპირისპირდა და 110-93 დამარცხდა.
პარკეტზე 17 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც მან 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ქართველი თავის გუნდში ქულებით მე-2 იყო, ზაკ კოლინსმა 20 ქულა მიითვალა.
დალასს კი დენიელ გეფორდმა და კაირი ირვინგმა ულიდერეს 22-22 ქულით.
სან ანტონიო 14 მატჩში 6 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, დალასი კი 13 შეხვედრაში 6 გამარჯვებით მე-10 პოზიციას იკავებს.
სანდროს სამქულიანი - 3:25
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები