VIDEO: სეტის წაუგებლად - სინერმა ისტორიული Double Sunshine შეასრულა
30 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამის 1000-ქულიან მასტერსზე ფინალური მატჩი გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში რეიტინგის მე-2 ნომერი იანიკ სინერი 22-ე ნომერ ირჟი ლეჰეჩკას დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა და იტალიელის გამარჯვებით 2 სეტში (6-4, 6-4) დასრულდა.
იანიკ სინერმა Sunshine Double მოიგო (ინდიან უელსი, მაიამის მასტერსი) და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს სეტის წაუგებლად გააკეთა.
ისე კი ბოლოს ეს ორივე ტურნირი ერთ წელიწადში როჯერ ფედერერმა 2017 წელს მოიგო, სულ კი სინერი მე-8 კაცი მოთამაშე გახდა, რომელმაც Sunshine Double შეასრულა.
იტალიელმა ჩემპიონობის გზაზე ბოსნიელი ძუმჰური, ფრანგი მუტე, ამერიკელი მიკელსენი და ტიაფო, გერმანელი ზვერევი და ჩეხი ლეჰეჩკა დაამარცხა.