მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმი კი სწრაფი გოლით დაიწყო.
50-ე წუთზე სტუმრები ინიაკი ვილიამსმა დააწინაურა, თუმცა მალევე რომაელებმა ანხელინოს გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
85-ე წუთზე ბასკები კაცნაკლული დარჩნენ, იერაი ალვარესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩი ფრედ დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე ელდორ შომუროდოვმა რომას გამარჯვება მოუტანა და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა შეუქმნა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ბილბაოში 1 კვირაში გაიმართება.
50' ინიაკი 0-1
56' ანხელინო 1-1
90+4' შომუროდოვი 2-1
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები