სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე იანიკ სინერი ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-4, 6-4) დაამარცხა.
იტალიელმა დე მინორის შემდეგ ამერიკელსაც სძლია და ორიდან ორი მოგება აქვს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანილ მედვედევმა სწორედ ავსტრალიელს აჯობა 2 სეტში (6-2, 6-4).
2-2 მატჩის შემდეგ ჯგუფს სინერი ლიდერობს 2 მოგებით, თითო გამარჯვება ფრიცსა და მედვედევს აქვთ, დე მინორი კი 2 მარცხით ბოლოა.
მეორე ჯგუფში თითო თამაშის შემდეგ ზვერევი და რუუდი ლიდერობენ, რუბლევმა და ალკარასმა კი პირველი მატჩები წააგეს.
შემაჯამებელი ტურნირი იტალიაში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები