სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP შემაჯამებელი ტურნირის მატჩში კარლოს ალკარასი და კასპერ რუუდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნორვეგიელის გამარჯვებით 2 სეტში (6-1, 7-5) დასრულდა.
რუუდი მეორე სეტს 2-5 აგებდა, თუმცა მან ზედიზედ 5 გეიმის მოგება მოახერხა და თამაში 2 სეტში დაამთავრა.
კასპერს ბოლო 8 მატჩიდან 7 წაგებული ჰქონდა, თუმცა კარლოს ალკარასის დამარცხებაში ამან ხელი არ შეუშალა.
ესპანელთან და ნორვეგიელთან ერთად ჯგუფში ზვერევი და რუბლევი არიან. მეორე ჯგუფის პირველ მატჩებში ფრიცმა და სინერმა მედვედევი და დე მინორი დაამარცხეს.
შემაჯამებელი ტურნირი ტურინში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები